0 3

ეჰ


უსიყვარულობა მკლავს მე უფალო
არ ვიცი გოდება რამდენხანს მეყოფა
არც მხატვარი ვარ არც ნაზი არსება
მაგრამ სულს აწევს წუხილი, ზმანება

ღამის კოშმარია, ზოგჯერ ამას ვფიქრობ
დამღალა ცხოვრების ფერადმა ცხოვრებამ
დღედაღამ შავთეთრმა დღე-ღამის ლანდებმა 
სულის წიაღში ვერ ვხვდები რა ხდება

არ ვიცი რამდენხანს იქნება გაძლება
ვიგლოვო?! ვიტირო?! ვიცინო?! ვილხინო?! 
რომელი ინება მაღალმა განგებამ
ალბათ, დიდია ჯვარი დათმენა

არ ვიცი რა წეროს ან რა თქვას ამ ნებამ
შიში სიმარტოვის კი არ აქვს სხვა ხდება
ფიქრები მიდის და ფიქრები ნელდება
სულში სიმწარის ცრემლები ცხელდება
კომენტარები (0)