0 6

ხო ასეა...


სულ ჩხუბია, სულ კამათი
სულ უაზრო გაგება
დეფიციტი არის გულში
სიყვარული გაშეშდა

სულ მართალი ვერ იქნება
წყვილში ერთი არსება
ღმრთის კურთხევის გარეშე
სიყვარული მთავრდება

რაც არ უნდა მწარე იყოს
ეს სიმართლე გათენდა
მაგრამ შეცვლა შეიძლება
თუ კაცს არ უღამდება

სიყვარული ჰარმონიის
გარეშე არ გრძელდება
თუ ერთმანეთს პატივს არ სცემთ
მხოლოდ ვნება ღვივდება

თავმდაბლობის გარეშე
ქარი შავად გვეხვევა
არ იქნება სიყვარული
თუ გულს არ ენდომება

ძალად ვერას იზამს სული
თავს ვერ შეაყვარებსო
თუ ორმხრივი არა იყო
ნიავ-ქარი სუფევსო

მონდომება ორმხირვი და
გვერდში დგომა გულრწფელი
მხნეობა და სიხარული 
უნდა იყოს თანმდევი

არ გამოვა ეგოიზმით 
არც სიკეთის ნასახი 
სიყვარული მსხვერპლი არის
უნდა ითქვას ხაზგასმით
კომენტარები (0)