0 12

553


შრიალებს ქარი და ამღვრევს სიმყუდროვეს
ბუნების კანონის ერთ-ერთი რიგია
დაფოთლილ ხეებს ღამით მთვარის შუქზე 
მოაქვს განცდები რაზეც არ მიფიქრია.

ცარიელ საქანელას თვალები ამჩნდება
ალბათ, წარმმტაცა  წარსულის მორევში
თუმცა, მომავლის აზრები მიფანტავს
ქარმა დაჰბერა მოვყავარ აწმყოში.

იცის ბუნებამ თავისი საქმენი 
ეჰ, ნეტავ კაცმაც რომ იცოდეს ამდენი
კანონი ზეცისა აქ ისე არა ჭრის
არ უნდათ მართალი არა სჩანს გამგონი

დაჰბერა ქარებმა მარჯვნიდან, მარცხნიდან
ალბათ, საუბრობს სამყაროს მომგონი
კაცისგან ელოდება პასუხის გაცემას
რომ დიალოგის შედგეს ალბომი.

როგორც ჩანს რთულია გაგება ერთბაშად
ენა მეტყველი სხვაა და უცნობი
არ ვიცი  რამდენ ხანს იქნება სავსება
მომთმენი, კეთილი,  ტკბილი და სულგრძელი
კომენტარები (0)