0 9

დიდება ქრისტეს!


განა?! არსებობს სიტყვები
აღვწერო ტკბილი გრძნობები
ამ მიწაზე ამ სოფელში
ვერვის დავემდურები

განა?! მოსულა ფიქრები,
რომ ვერ დაიტევ იმდენი
განმრჩევებლობა რა არის,
როცა ვერ  ვიგებ ვბინდდები

საქართველოში კვალდაკვალ
იბადებიან გმირები
ცხოვრება მათ გამოაჩენს
და შეინახავს დიდებით.

თაობა მკაცრი  მოსულა 
თუმცა სუსტია წინსვლებში
სამყარო ასე არასდროს 
არ გვახსოვს სუსტი სულებით

ვაჟ-კაცობა და კაცება 
სხვა და სხგვარად გვიგია
ჩვენი გონება დაბნელდა
კაცს კაცი ვეღარ უცვნია

გავიხსენებდი მე წარსულს
სადაც მოწამე ბევრია
ჭეშმარიტება და რწმენა
სიცოცხლით რომ დაუცვიათ.

გლეხიდან მოყოლებული
მეფის კარდაკარ მოსული
ქრისტეს დიდება თქმული და
ცხოვრებით განდიდებული

მრავალნი დამცირებულნი
ქრისტეს გულისთვის დევნულნი
ნეტარნი, წმინდა კრებულნი
ღმრთის ნათლით გაბრწყინებულნი
კომენტარები (0)