0 2

* * *


კითხვა დაუსვეს თუ შენ ვინახარ?!
მან კი პასუხად უთხრა ნაგავი
თუ ამ პასუხში თავმდაბლობაა
მადლობა უფალს, რომ გვყავს ჩვენ მართალი
და თუ პასუხში არის ცინიზმი
ფარისევლობა და დიდი ტყუილი
და თუ გულით ის თავს არ იმდაბლებს
მაშ, რა ფასი აქვს მის ნაქადაგებს
დღეს კი ომია სიტყვის და რწმენის
ნუ დაბრკოლდები იყავ ძლიერი
რაც ჩვემთვის არის შეუძლებელი
ღმერთისთვის არის შესაძლებელი
ძმებო ნუ სპორობთ, თავს მოუწოდეთ,
რომ ერთმანეთთან იყავთ კეთილი
ძმა რის ძმა არის თუ არ აპატია
და არ მიუტევა შეცოდებული
კომენტარები (0)