0 9

კითხვები


ერთი ჩაიხედე სარკეში
შენ თავს დაუსვი ეს კითხვა
ვინ ხარ ? რა გინდა? რას იცავ?
და შენთვის რა არის მთავარი მცნება
განა იესო უბრალოებით 
არ დადიოდა ამ წუთისოფლად?!
შენ კი ვინა ხარ ადამიანი
რომ არ გშორდება ამაყი გრძნობა
თუ მოგეწონა თანამედროვე
თბილი სამოსით კაი ცხოვრება
ნუთუ, ასე მალე გადაგავიწყდა
იესო ქრისტეს უბრალოება
თუ დაგავიწყდა მაგალითები,
რონელიც გვაჩვენა უფალმა ღმერთმა
ხომ არ  მივემსგავსეთ იმ ფარისევლებს,
როცა ოდესღაც გაყიდეს რწმენა
აბა დავფიქრდეთ და მიუახლოვდეთ
რომელი გვწადია ჩვენი თუ ღვთის ნება?!
კომენტარები (0)