0 48

ერთფეროვნება


ერთფეროვნება დამსდევს ჩრდილივით,
მხოლოდ საღამოს მცილდება თითქოს,
დღისით დავდივარ მე აჩრდილივით,
ვერ ვამჩნევ გარშემო ვერც ერთს იქ მყოფს.

რომ მომისმინო იტყვი გაგიჟდა,
საერთოდ უნდა მისმინო რისთვის,
არ მადარდებს ვინ როდის სად იჯდა,
და მაინც ჭორებს აგროვებ ვისთვის.

გადავიღალე თეატრის ცქერით,
შენ ახლა ირგებ როლებს სპექტაკლის,
გგონია ყალბი აზრების ფქვევით,
იმიჯს მოირგებ მორიგს სპეტაკის.

არა არ მინდა მუდმივი ყოფა,
ერთი დღის მყოფნის სიცოცხლე ჩემი,
შორს წადი ჩემგან, გადი გეყოფა,
მორევს მივეცი გრძნობების გემი.

თან გაჰყვა ჩემი ყოველი გრძნობა,
ცუდი,კარგი და კიდევ ისეთი,
ტვინს რომ უძლურს ხდის, უწევს მონობა,
და თვალწინ გიდგას მხოლოდ ის ერთი.

აღარ განვავცობ სათქმელს ბოლომდე,
რადგან ვერ იცნობ სიტყვებს დაფარულს,
იფიქრე იქნებ მისმენ ბოლოჯერ,
რაღა უშველის სახეს დანამულს.
2020
კომენტარები (0)