ყოველ დილით


ყოველ დილით სისხამს,
სხეულს დაღლილს ძილით,
გონება იხსენებს მის ხმას,
ყელზე გახსნილ ღილით.

მერამდენე გარინდულმა განთიადმა,
მაგრძნობინა შეგრძნება სუიციდის,
მოინდომა გამოღწევა ამ წყვდიადმა,
დატანჯული სულის ბინდის.

დავკარგე, თუ არც ყოფილა,
გონებიდან მაინც ვერ ვშლი,
მერამდენე მსგავსი დილა,
მტოვებს მე გულით შეშლილს.

გაციებულ, ნატანჯ სხეულს,
აღარ შესწევს საამქვეყნო,
მრისხან გრძნობას გაზვირთებილს,
ვეხვეწები მორჩა, გეყო!

     

                 2017
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი