ვეღარ ვფიქრობ


ვეღარ ვფიქრობ ვერაფერზე,
შენთან ყოფნა მინდა მარა,
საყვარელო მაპატიე,
ტყუილები მორჩა, კმარა.

არ გეგონოს არ მიყვარხარ,
ან და შენზე არ ვფიქრობდე,
ნეტავ ისევ ისე იყოს,
უძილობას გამიქრობდე.

ჩაგეხუტო მინდა ისევ,
შენს ყურებას რა ჯობია,
ჩემს თვალებში მორჩენილი,
სიყვარულის ნაყოფია.

არ მინდა რომ გაგიხსენო,
ყოველ წამზე მაინც ვფიქრობ,
მაგრამ ისევ სამწუხაროდ
გული შენთან ყოფნას ითხოვს.

წახვედი და დამიტოვე 
გულში სევდა, მონატრება
სულ შენ გხედავ და თან ვხვდები
ეგ სხეული მელანდება.

აღარ მინდა ეს წუთები,
ნეტავ მალე მთავრდებოდეს,
უშენობით დარჩენილი
გული რკინად რომ ხდებოდეს.

        2018
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი