შენ არ იცი


შენ არ იცი როგორი ძნელია,
როცა ფიქრობ გამუდმებით მასზე,
როცა მკლავები სულ მას ელიან
და გულიც მარტო მისით აავსე,
შენ არ იცი როგორი ძნელია,
როცა ვერ ჰპოვებ მას შენში,
როცა შენს გარდა მისთვის ბევრია
და ის შენთვის ყველაა ერთში,
შენ არ იცი როგორი ძნელია,
როცა ღიმილი შენ არ გეკუთვნის,
როცა ის შენი შმაგად მქმნელია
და ყველაფერს დათმობდი მისთვის.
შენ თვლი რომ რამე იცი?!
გამახარებდა მხოლოდ და მხოლოდ
საკურთხევლის წინ ნათქვამი ფიცი,
მაშინ ვიგრძობ რომ ჩემია ბოლოდ.

10.11.2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი