0 40

ანგელოზი


ქუჩის კუთხიდან მითვალთვალებს ანგელოზი. 
დამყვება ყოველ დღე, ჩუმად მიმაგრებს ზურგს.
მისი ოქროს ფრთები აბრმავებს დემონებს
და მარიდებს ათასგვარ ფათერაკს გზაში. 
მარიდებს ათას შარს.

ზამთარში ცივა.
მაგრამ ქალაქი მაინც თავის დროზე დგება საწოლიდან. 
უყურებს მათ, ვისაც თავდახრილს უყვარს ფიქრი,
მაგრამ ქვემოთ არაფერია სიშავის, სიცივის და ტალახის გარდა. 


ღამით ლამპიონები  დაფერავენ ღრუბლებს
და გაშლილი ხელებით შეხვდებიან უძღებ შვილებს.
დროსა და სივრცეში აზელილებს. ათას დარდსა და ცრემლში განბანილებს.
ანუგეშებს ჩაიკრავს მკერდში, და ჩააბარებს მზის პირველ სხივებს.


ბეღურები ოსანათი შეეგებებიან ჰელიოსს, მეეზოვეებთან,ავტობუსებთან და ნაგვის მანქანებთან ერთად.
 დიდი წყალობაა მთვლემარე ქუჩების შესუნთქვა და იმისი მაჯაზე მიყურადება, მანამ სხვებს ძინავთ.

.
კომენტარები (0)