სიაბანდი
იშიშვლებ ზურგს და ელოდე უკნიდან მორიგ დანას. მაგრამ რამდენიც უნდა ჩაგარტყან სისხლი მაინც არ გამოგივა, რადგან ამ აბსურდში სისხლის ადგილი არაა.. რაღაც დამთავრდა და რაღაც დაიწყო, მაგრამ როგორ გინდა ამ კერპთაყვანისმცემლების გარემოცვაში რაიმე დაინახო.. კერპებს მიაქვს აქაურობა... არჩევანი დიდია! ხის, ოქროს ბრინჯაოს, იმის ამის.. ერთს ჩამოაგდებ, ათი გაჩნდება. და რა გინდა ქნა ამ მოცემულობაში? ფეხზე დაკიდებაა ერთად ერთი გამოსავალი. ჭეშმარიტება ამათ ყველას იგნორირებაშია.. ეს აუფასურებს ეშმაკებს და მათთან ერთად ნებისმიერ ღირებულებას, ისევე როგორც,ანტიბიოტკი, ბირთვული აფეთქება და გაუთავებელი სმა. თუ გამოსავალი არ დაგიტოვეს, თუ აღრევა და ფასეულობების დევალვაცია უკვე ჩაშვებული პროცესია, უნდა იმოქმედო რათა ნაპერწკალი გაღვივდეს და ამ სტატიკას რაღაც ეშველოს. რადგან დღევანდელი სამყარო გაჩერდა. ჩვენს დროშიც-კი ადამიანი ისევ ისეთი პატარაა და უმწეო, როგორც მილიონობით წლის წინ. რადგან უსაფრთხოება ისევ პრიორიტეტების სათავეშია. თუმცა კი უნდათ რომ ვჭამოთ, თითქოს ახლა უფრო წინ წავედით უფრო ლამაზები ჭკვიანები და დახვეწილები ვართ. სინამდვლეში კი ტექნოლოგიური ნეანდერტალია ახალი წესრიგის სახელი ამ ბითურ მოცემულობაში იბადებიან ბავშვები,იზრდებიან და დიდი კითხვის ნიშანი ადევთ შუბლზე დამღად. თითქოს ადამიანი არ გაცდენოდეს დედამიწას. და ამ ბითურ გარემოში კაცი ისევ რაღაცას ბჭობს და ღმერთს კი აღარ ეცინება, რადგან მის წინ ისევ ის დგას რაც მილიონი წლის წინათ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი