ბეგრივ ნადიანივ - ფოტო

ბეგრივ ნადიანივ

პოეტი. ფირალი. ვაკელი.

0 42

მე ვტირი


მე ვტირი ავტობუსიდან გადმოსული ხეიბრის გამო,
რომელიც ახალ მარშრუტს ელოდება
და არავინ ჰყავს რომ კიბეები გადმოულაგოს.
მე ვტირი ზებრაზე წაქცეული მოხუცის გამო,
რომელსაც მძღოლი გადმოუვარდა
გულისჯერებით რომ ლანძღოს.
მე ვტირი ქმრისგან ნაცემი ცოლის გამო,
რომელმაც დრო მეზობელთან გაიყვანა
სახლში რომ დარჩენილიყო მარტო.
მე ვტირი მოსავლელად გამხდარი ბაბუის გამო,
მას არაფერს ეუბნებიან
და არაფერს ამბობს.

მე ვტირი პუტკუნა ქალის გამო,
ის სამსახურიდან ბრუნდება გვიან მარტო.
მერიდება მე და დამფრთხალი ჭამს კაფეტერიის იაფ პერაშკს.

მე ვტირი მათზე ყოველ ღამე.
კომენტარები (0)