ბექა ონიანი - ფოტო

ბექა ონიანი

მსახიობი,რეჟისორი,მუსიკალური პროდიუსერი

1 137

ტვინი ვერ უძლებს ჩემს შენში ვიზიტს...




გაკოცებ  ლურჯი მაისის ღრუბლით.
მდინარის ვერცხლით დაგილბობ ტუჩებს.
ცხელი უდაბნოს ლაპლაპა ზღურბლი.
ვნებიან სხეულს კუნთებში უჭერს...

გაკოცებ ქარის ნოტიო ბრიზით...
ვნებებს ქვიშებად შეგაყრი ტანზე...
ტვინი ვერ უძლებს ჩემს შენში ვიზიტს...
თანმიმდევრობით აფეთქებს ანძებს...

ძუძუს თავები ფეთქდება კოცნით
საშოს ღილაკი დაგარტყამს დენებს...
უხმობს მხურვალეს სველი სიმირცხვით.. 
თითებს, ტუჩებს და ნოტიო ენებს...

ერთმანეთს  ვერწყმით მცხუნვარე რითმში...
შენი სხეული ჩემს სხეულს უჭერს
შევაღწევ შენი ვნებების ბირთვში
ჩემს გაჩერებას არავის ვურჩევ...

ჩადგება ქარი და დავცლით ღრუბელს
შენს მოკანკალე სხეულს ვენთები
სიცოცხლის ძარღვი მეტს ვეღარ უძლებს...
ავსებს შენს წიაღს თესლის წვეთებით...

და ჩემი თესლი  მოგიცავს ქალო,
ჩემი კოდებით, ქრომოსომებით..
შენს სამყაროში გზა გაიკვალოს
სიყვარულით და ვნების ომებით..
კომენტარები (0)