მტკივნეული განᲨორება


დღეს საღამოა ნოემბრის,
და მტკივნეულად გაწვიმდა სულში.
გადაიღალა ფიქრები თქვენზე
და დაიღალა გული გოდებით.
     გამოეღვიძათ წამებს მტკივნეულს
     იფერფლებიან ცრემლად წყვდიადში.
     დაიარება ეს სულიც მარტო
     მინდა შეგეხოთ თუმცაა გვიანი.
ხილვა სწადიათ გადაღლილ თვალებს,
და მოენატრეთ როგორც არასდროს.
მთებიც ტირიან გარდაცვალებას,
ვეღარც მე გნახავთ ალბათ ვერასდროს.
     მტკივნეულია ეს განშორება.
     წამს, წუთი მისდევს აუღელვებლად,
     მარადისობად გადაქცეულა,
     მიიზლაზნება დაუსრულებლად.
ისე წახვედით ისე დამტოვეთ...
გულიც ვერ უძლებს ამდენ გოდებას, 
გულიც წაიღეთ და მიმატოვეთ.
ჩემში დარჩებით ლამაზ ოცნებად...

(ყველაზე მეტად)😢
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი