ბურუსი


სევდა ჩამოწვა, როგორც ბურუსი,
გზაზე ლანდებიც აღარ არიან,
მაგრამ დღედაღამ შენ მელანდები,
რატომ არ მტოვებ მზეო მარიამ?!

მე მარტოობის სუდარა მფარავს
და ისიც ვიცი მალე მოვკვდები,
ვერ დამიტირებს ნაცნობი სახე
მერანის მხედარს დავემსგავსები.

დაე მაწვიმდეს ცა შემოდგომის,
ჩემსავით ცივი და სევდიანი,
ზოგს გაუვარდა თოფი საფეთქელს,
ზოგმა ჰაერში ნახა სიკვდილი.

მე უნდა ვიწვე მთის პირას უცხოდ,
და დამყურებდნენ ღრუბლები უხმოდ,
როგორც ზამთარში ნაზარდი ია
სველ თოვლში ვწევარ და მიხარია.

                                                                 ერეკლე გოგიშვილი
                                                             1 ოქტომბერი. 2020 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი