***


დღისით წერა,
ღამით წერა,
ქარში წერა,
თოვლში წერა,
ღმერთმა წერა,
ვერ დაწერა,
შენზე წერა,
ჩვენზე წერა,
იქაც წერა,
აქაც წერა,
ეს არს ჩემი - 
ბედისწერა.
                                                                              

                                                      ერეკლე გოგიშვილი, 23 აპრილი. 2020 წ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი