დამარცხებული ჩემპიონი
და გაიმარჯვა ქართველმა… თამაზ ნამგალაური ევროპის ჩემპიონია… ჩემპიონი გახდა ნამგალაური, დამარცხებული ჩემპიონი… 1988 წლის ზაფხულის ღამეს შეზარხოშებული თამაზი დუშეთში, ნათესავებთან მიემართებოდა. - მასპინძელო..! - დაიძახა ჩემპიონმა. - თამაზს სალამი. - მიუგო დათომაც. - წუთი წუთზე ჩემები ჩამოვლენ და თუ არ დაგეზარება დახვდი რა. - თხოვა თამაზმა. - არაა პრობლემა! - წავიდა დათო და მისი წასვლისთანავე თამაზმა 10 წლის ანის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც. პირზე ხელი მოუჭირა, რომ არ ეყვირა და “შემოეგუდა”. გაუპატიურება მაინც მოახერხა, ოღონდ გარდაცვლილის. ნამგალაურმა პატარა ანი ჩემოდანში ჩატენა და სახლის გვერდით დაასაფლავა. მეორე დღე… დაკარგული ანის ძიება… გვამის პოვნა… ნამგალაურის კოშმარი… - ჩაქოლეთ… დახვრიტეთ… ჩამოახრჩეთ… - ითხოვს გარდაცვლილი ანის ოჯახი. სინდისი ქეჯნის ნამგალაურს! იცის რა მოელის და არც კი უსმენს მოსამართლის გადაწყვეტილებას. საბოლოო ვერდიქტი ასეთია - 1991 წლის 1 ნოემბერს თამაზ ნამგალაური დაისჯება სსრკ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის უმკაცრესი ზომით - დახვრეტით. ნამგალაური ნანობს, თუმცა რაღა დროსია. გვიანღა მიხვდა თავის დანაშაულს. - ბახ…. - წამებში დასრულდა ჩემპიონის სიცოცხლე, დამარცხებული ჩემპიონის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი