0

მაისის ვარდო


მაისის ვარდო,მომიტანე ბედნიერება
და სამუდამოდ დამიხსენი დიდი ტანჯვისგან...
ვათრევ გოლგოთას,უმძიმეს ვალს,უმძიმეს გრძნობას,
მე ვეღარ ვზიდავ დახმარებას ველი შენიდან...
მაისის ვარდო,გამინათე უძილო ღამე,
ჩემს გულს მოედე და ეცადე გაუნელო ტკივილი ყველა,
ბოლო იმედად შენღა დამრჩი,ერთო,უკვდავო,
მხოლოდ შენ შეძლებ მომიშუშო იარაც ყველა...
მაისის ვარდო,მინდა გითხრა გულის ძახილი,
აქვე გიამბობ წამდაუწუმ რისი ალი მწვავს
და ისიც,კარგო,რომ ჩემსავით შენი დიდების,
ამ ქვეყანაზე,სულ არავის,სულ არავის სწამს!..
...
ფიქრებს გავატან გულისაგან დამფრთხალ უძილო ღამეს,
დიდ კდემამოსვას გამოვხატავ ჩემი თმენიდან...
ვათრევ გოლგოთას,უმძიმეს ვალს,უმძიმეს გრძნობას,
მე ვეღარ ვზიდავ დახმარებას ველი შენიდან...
კომენტარები (0)