0

მზეს


ყოველ დილით მეფერება მზე,
ეშმაკობს და ციდან თვალებს მჭრის,
ხანაც ღრუბელს ეფარება მალვით,
ხანაც წვიმით დაისველებს პირს...

მე მზის დიდი მოტრფიალე ვარ,
სხივთა კონას სიყვარულით ვათბობ,
ბევრჯევ ვუხსნი ჩემს სიყვარულს მათ,
ალიონზე მზის შეხვედრას ვნატრობ...

უანგაროდ შორით გვათბობს ციდან,
ეშმაკობს და ჩუმად თვალებს გვჭრის,
ხანაც ღრუბელს ეფარება მალვით,
ხანაც წვიმით დაისველებს პირს...
კომენტარები (0)