0

ძალი მომეცი მარჯვენში


(„აჰა,მომაგო ესე საუნჯე...“
                               ანა კალანდაძე)

ძალი მომეცი მარჯვენში,შენი აზრების სათქმელად,
იმდენი სიბრძნეც მომეცი,ვწერო შენზედა საქებრად...
ნუ მომაშორებ წყალობას,არც ამარიდო ბილიკებს...
ნუ დაანახებ ყმაწვილსა,რომ დედა,მშობი ქვითინებს...
ძალი მომეცი მარჯვენში,ერს მოციქულად მიგულე...
მთვარეს რომ ჩაეძინება მაღლიდან ჩამიჩურჩულე:
ალიონისთვის ლექსს დავწერ და გამოვატან მტრედებსა,
იქ...სადმე მაღლა შემოხვდი,დაგიკოცნიან ხელებსა...
...
ჩრდილოეთისა კარიბჭედ,კავკასიონის გულ-მკერდში
ზმუილი ისმის ყოველთა:ყოვლითა მოსილ დიდ მთების...
აგერ სამხრეთით მოიკვნესს დავითგარეჯის ქარია,
იქეთ არაგვი ქვითინებს,ტაოც,საფარაც,ვარძიაც...
გელათს კვლავ სცვეთენ ქართველნი,ფეხი დავადგათ რომელსა...
,,წყალობა ჰყავით",ესტუმრეთ,დიდსა ქართველსა მპყრობელსა!
...
ძალი მომეცი მარჯვენში,წამლად მავლინე ყოველთა_
გულს ვისაც უპობს შუაზე_სამშობლოს ჭირის მწყრომელთა...
ნუ გამაჩერებ ურიგოდ,საქმეს ნუ გამომილევა,
ძალი მომეცი მარჯვენში,ჭკუა და გამოვლინება...
კომენტარები (0)