0

მხარეო,ჩემო მხარეო


(სულმნათი ანა კალანდაძის დიდებულ ხსოვნას)

ვინ შეგიკურთხა გამჩენი,
ვის შეუქიხარ,მხარეო?
შენი დიდებით,სამშობლოვ,
გთხოვ,ბევრჯერ გამახარეო!
ცად ატყორცნილხარ სიდიდით
ვარსკვლავთა და მზის სადარო,
უფალს შევანდობ ვედრებას_
გაბედნიეროს მარადო!..
რად მოწყენილხარ,მამულო?
სადა ხართ,გუთნის ხარებო?!
შენ შვილთა უდიდეს სიბრძნით,
კვლავ ბევრჯერ გაიხარებო...
სად გაგონილა შენი მჭლე
და ფუჭი სიტყვა ნათქვამი?
ზეცაში გამოწრთობილა
შენი დიდების ალაგი!
ლაზათიანო მხარეო,
შენს მიწას ნატრობს დუშმანი,
შენი დიდებით გაოცდა
ლეკი,ოსი და თურქმანი!
ცაზე მზე ამობრწყინდება,
ალიონს გვამცნობს მამალი
და თვალებს მოსჭრის თოლიას
სხივი ზღვად ანატყორცნალი...
კვლავ გუთნისდედა დაგლოცავს,
აგიყვავდება ყანანი,
შენი ბუნებით დატკბება
კაცი მხნე,თუნდა ჭარმაგი...
სხვაგან სად დაიკრიფება,
ვაზი,ნაზი და ალმასი?
სხვაგან სად დაიწურება
ოქროს ნაჟური მარანში?!
ერთს თუ უმღერებ ტიციანს,
კვლავ დაიჩოქებს მუხლებით
და...ცხოვრებასთან,მამულთან,
დარჩება ის განუყრელი...
შენს ცაზე გაიფანტება
ვაჟას არწივის დარდები,
საფლავზედ დაეფინება 
ცრემლმორეული ვარდები;
მის წასვლას ყორანი დაჰყეფს,
თავს არ მოიკლავს გამზრდელი...
წუთისოფლისა ცდუნება
გვერდს ვერ აუვლის განდეგილს...
მთად ჯიხვები ილოცებენ,
ტყეში კი ქოფთა ირმები,
ბარში გალობით გადიდებთ
შენი ნანატრი შვილები...
ვეფხისტყაოსნის სამშობლოვ,
მერანის განსასვენებო,
ილიას სიბრძნის აკვანო,
ანას მუზების ფერდებო:
ვინ შეგიკურთხა გამჩენი,
ვის შეუქიხარ,მხარეო?
შენი დიდებით,მამულო,
გთხოვ,ბევრჯერ გამახარეო!!!
კომენტარები (0)