0

,,ლაღორზე“


ო,მგლისფერი ნისლი ძრწოდა ,,ლაღორზე“,
ოხშივარი ასდიოდათ იასამნებს...
ზარი რეკავს,ზარი სჭექავს ტატნობზე!

წინაპართა სადიდებლად,იმათ ნაშთზე,
ეკლესია კენტად იდგა,ვით ყაყაჩო...
ქარი ჰქროდა,ქარი ჰქროდა ციდან-ცაზე!
...
გარდამავალ მილეთს ვდგავარ მნათობზე...
სევდა ისევ მოაბიჯებს იალაღებზე...
ო,მგლისფერი ძრწოდა ნისლი ,,ლაღორზე“,
ოხშივარი ასდიოდათ იასამნებს!..
კომენტარები (0)