0

გეძებ,გეძებ და ვერ გპოვე...


უიმედობის მორევში 
გადაგდებული ნივთივით...
დაუოკელი სურვილით,
დაუცხრომელი გულით...
დამბლა დაცემულ ყვავივით,
ზღვის ტალღის ფორიაქივით...
იასამანის ნარნარით,
სოსანის სიფაქიზით...
მერანის უგზოუკვლობით,
ძაღლივით ერთგულებით...
მაღალ,სპეტაკი სულით
და მთვრალ,კეთილი გულით...
გეძებ...გეძებ და ვერ გპოვე,
მკლავს უიმედო ფიქრი!
...
მზისგან ნახულში ვერ გპოვე,
სულს ვღაფავ ამით,იცი?
მარტოობისთვის განწირულს
მკლავს უიმედო ფიქრი!..
კომენტარები (0)