გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
„მზე იცინის,ვარდფურცლობის დარია...“
(,,მზე იცინის,ვარდფურცლობის დარია და შენს ქოხთან გუგუნია თელების“... ანა კალანდაძე) ,,მზე იცინის,ვარდფურცლობის დარია...“, ღიღინია მობუბუნე ველების... გვირილობით გული გადამერია, ტრფობა მიპყრობს მწვანე-მწვანე სერების... ვანი გულის ჯერ ვერა მიპოვნია: სიჭრელეა ნაირ-ნაირ ფერების... ვარდფურცლობის დარი დამილოცნია, აწი აღარც მეშინია დეკემბრის! შორი გზიდან მოირწევა ქარია: სურნელება მოაქვს მწვანეთ-ველების... ,,მზე იცინის,ვარდფურცლობის დარია და შენს ქოხთან გუგუნია თელების“...
კომენტარები (0)