0

შენი ცის ქვეშ


შენი ცის ქვეშ დამიბნელდეს თვალში,
შენს კალთებზე სისხლი ძმრად მედინოს,
შენი მინდვრის ყვავილები,კარგო,
გულზე ოქროს მძივად დამეფინოს...

შენი სუნი საფლავშიაც ჩამყვეს,
ფიქრებს შეზე ვერ ვიქარვებ,რა ვქნა...
შენთვის ძგერდეს დატანჯული გული,
სული სევდას სიღრმეებში ჩაჰყვა...

მხოლოდ შენთვის მემეტება ყველაფერი,
გასრესილი მინდვრის სუნი,თითქოს,
მშობლიური,აქაური სამოთხისა,
თავს მაყვარებს,გამუდმებით მიხმობს...

მეფერება სიო ბევრის მცოდნე,
თავდახრილი,თავმდაბალი,მდორე...
მწვერვალები მობღავიან დიდ კლდებიდან_
მთელს ქვეყანას,ვერ აშინებთ მათ სიშორე!
...
თუ შენს ცის ქვეშ მომეღება ბოლო...
შენს კალთებზე მედინება,თუ,ძმრად სისხლი...
მაშინ აღარც სიკვდილისა მეშინია,
მაშინ აღარც მენაღვლება ვინმეს ფიცი!..
კომენტარები (0)