გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
სიზმარია თუ ცხადია?!
სიზმარია თუ ცხადია, რაც ჩვენს თავს ხდება,ნეტავ? ბოროტია თუ ავია, სიკეთეს ებრძვის ერთად... სინათლე ბნელმა მოიცვა, მთებს აღარ სტუმრობს ნისლი... ტყეში სიმღერა გაისმა_ სამგლოვიარო რიტმი... მოყვარე მოყვარესა გმობს, მტრობა ჩამოწვა ჩვენში, რუ მინდორს დაუნდობლად სპობს: წყალს აღარ ასმევს პეშვით... პატიება და შენდობა გამოდგა რთული საქმე, თეთრს არ არჩევენ შავისგან ნიღაბი მალავს სახეს... მამა-პაპათა საყდარზე მუმლი ერევა მუხას... იმ ვაჟას არწივს ყორანი კვლავაც დაუგლეჯს გულსა... სიზმარია თუ ცხადია, ცხოვრების ასე ტრიალი, ვერ გამიგია:_სიკეთე, რატოა ჩვენში მტრიანი?!.
კომენტარები (0)