0

რამ შობა ქვეყნად ეს სიყვარული


რა ვქნა,რომ ვეღარ ამოვიოხრებ?
რა ვქნა,მე ქვევით,მიწაში მყოფმა?
გულის ფიცარზე საუკუნოდ ამოვიქსოვებ,
ასე გიამბობთ ეს სიყვარული ქვეყნად რამ შობა...

ხომ ღმერთი არის,იესო ქრისტე,
თვით სიყვარული და სიტკბოება...
მანვე შთაგვბერა საერო სული
და გვაზიარა ჩვენ სათნოებას...

გაგვიღო კარი,წმინდა და სუფთა,
ედემის კარი ხომ მან გაგვიღო,
მანვე გვიბოძა სამყარო დიდი,
მანვე დაგვლოცა სამარადისოდ!
...
დაუფასდა კი ამდენი შრომა?
ნუთუ,დაურჩა ერთგული ერი?
ვაი,რომ არა,არ დაუფასდა,
გროშებზე ურცხვად გაყიდეს ღმერთი...

მაგრამ...დიდებაც ხომ ამაშია,
მიტევების და შენდობის ხარჯზე...
დიადი სული პატრონი მამა
კვლავ ჩვენ გვლოცავდა გაკვრული ჯვარზე...
...
გაინტერესებთ რამ შობა ქვეყნად
ეს სიყვარული ყველაზე დიდი?
სწორედ...მან...შობა ეს სიყვარული,
თვით სიყვარულმა ქმნა ქვეყნად იგი!..
კომენტარები (0)