0

ანა


(,,ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ?
ქარი ჩამბერავს, ავმღერდები: მე ხომ სტვირი ვარ...''
                                                     ანა კალანდაძე)

სული გრგვინავს,გრძნობებს აჰყვა,
ზღვად აღელდა ფიქრი...
ხმები ჩაცხრა,ფურცლის დასტა
და კალამი მისი...

ფიქრობს ანა,მძიმე ფიქრით,
ჩანაფიქრით დიდით...
არსობის წილს გარდმო აფრქვევს
და ბგერებად ითვლის...

სული აჰყვა,გული აჰყვა,
ხელიც აღარ იცდის...
ყველაფერი თავზე აწევს
და ამის ფასს იხდის...

ფორიაქი სულში უზის,
თავს ვერ იჭერს ხელში...
ლამის მკერდზე შემოასკდეს
გრძნობები და მეტიც...
...
აი,ახლა აფეთქდა და...ოკეანედ იქცა,
ანა ომის ქარტეხილში
მუდამ მედგრად იდგა!..
...
თბილი ქარი ღვთიურ სტვირში
უბერავდა ტყუილად განა?
ნინოს მოსვლას ლურჯი მთებით
წერდა ჩვენი დიდი ანა!
კომენტარები (0)