0

ნოსტალგია


შემოდგომის სუსხი იდგა ძველებური,
შრიალებდნენ ოქროსფერი ფოთლები;
შრიალებდნენ,აყრუებდნენ არე-მარეს,
როგორც ძველსა ბეთანიას ზარები...

ირგვლივ მკვეთრად გაისმოდა გალობის ხმა,
ირგვლივ ყველას თეთრი ნისლი ეხვეოდა,
და ღვთიური,ზეციური ხმებით
ყველას გულებს ნოსტალგია ერეოდა...

ოქროსფერად შესუდრულან ბილიკები,
ანგელოზებს უპოვნიათ აქ ბანია,
უკვდავებას გვიქადიან უცხო ხმები,
ბრძენი მუხაც მისცემია ნოსტალგიას...

გარინდული,გაკმედილი არე-მარე,
სწვდებოდა და ეჟვანს ხსნიდა ზეცას,
ფიანდაზად ეგებოდა სამოთხის გზას,
უჩვეულოდ ჟრიალებდა ერთხანს...

შემოდგომის სუსხი იდგა ძველებურად,_
იქვე მდგომი ზეციური სამაია_
და ღვთიური,მშობლიური ხმებით
ყველას ერთად გულს უნთებდა ნოსტალგია!
...
შემოდგომის სუსხი იდგა ძველებური,
ყველას გულებს ერეოდა ნოსტალგია!..
კომენტარები (0)