0

ჩემთან იყავი,მერცხალო


შენი ატლასის სახე
და მობუბუნე თმა...

ჩემთან იყავი მერცხალო,
არავინ მინდა სხვა!

თუ ჩემგან წახვალ დღეს,
გთხოვ,ისევ მოდი ხვალ...
სარკმელთან დაველოდები
შენს გულისმპყრობელ ხმას...
გაზაფხულამდე რა გაძლებს,
გთხოვ,არ წახვიდე,რა...

ჩემთან იყავი,მერცხალო,
არავინ მინდა სხვა!

შენით ვიმშვიდებ გულს,
შენით ვიმშვიდებ თავს,
დღეს თუ იტირებ შენ,
მეც ავტირდები ხვალ.

...გულიდან არ ამომივა
შენი ლამაზი ხმა!...

ჩემთან იყავი,მერცხალო,
არავინ მინდა სხვა!!!
კომენტარები (0)