0

ჩემი სევდის ლიბრეტო


_რად სევდიანობ,გულაო,
რა დღე დაგადგა,რას კვნესი?
ვერა იპოვე ტაძარი,
სულისა შვების ტალკვესი?
ან ვის მისტირი,მითხარი,
გამინდე გულის ნადები...
რა ერთვის შენსა ცრემლებსა 
სულს ჩირქად რომ გაქვს ნადენი?
თვალს ბინდი გადამხვევია,
აღარა მოსჩანს ყოველი,
გულო,მითხარი რას მერჩი,
უბე ცრემლით მაქვს სოველი...
თუ ეს არ გყოფნის,მომკალი,
ნუღარ გამწირავ სატანჯად...

_შეჩერდი,ქვეყნად მოვსულვარ
შენი სიცოცხლის დარაჯად!..
თუ ასე გინდა-გიამბობ,
რა ღრუბელს დავუჩრდილივარ,
მზის უნახავი,სნეული,
როდემდი დავუჩრჩილივარ...
მაგრამ საკითხი ის არის,
მზე მართლა მზეა ხილული?
მის უნახავად დამშრალა
ენაწყლიანი ბინული?
არა ეს ის მზე არაა
ყველას რომ გვათბობს თმენითა,
ათასის კარგის მნახველი,
ცუდის ასმაგად ბევრისა...
დიახ,ავსულნი მაჯავრებს,
გამოგიცნია სწორადა?
დაბლა ბარსა თუ მაღლა მთას
ავი მომრავლდა ბლომადა...
ცხოვრებამ აზრი დაკარგა
ოცდაათ ვერცხლსა აქებენ,
პატიოსნებას ჩვენში,აწ,
ჩალის საფასურს ადებენ!..
ნეტავ,კი ვიყო ჩემისა
თავის ჩემთვინა მფლობელი,
დღესვე დავთმობდი სიცოცხლეს:
,,წარმავალია ყოველი''...

_აბა,რა გითხრა,გულაო,
მაქვს კი რაიმე სათქმელი?
ღმერთს სავედრებელს შევანდობ
(არასდროს ჩაქრეს სანთელი!)...
თუკი ჩემზეა ყოველი,
რაც შენგან მოისურვება,
არ მაქვს ძალი,რომ დაგტანჯო,
გულო,შენია უფლება...
არც ამას ვიტყვი,არც იმას,
აღარც სიცოცხლის ქებასა...
სხვა რომ აღარა მტანჯავდეს
სინდისს ვერ მოვთხოვ ნებასა!..
(თქმა იყო-ცრემლი წამოსკდა,
ალბათ,ითმინა რამდენი...
გულმაც სიცოცხლე დალია
ვისთვის რა,ვისთვის ავბედი...).
კომენტარები (0)