გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
***(წვიმს_?...)
ნეტავ,ცა ტირის,თუ მართლა: მზემ პირი დაიბანა? მიწის და ზეცის თქარუნში ყაყაჩო დაიბადა... ან იქნებ მძივებს იკეთებს მინდორი,დარდიანად? ან სულაც დროი გაჩერდა, წუთიან-წამიანად... როცა წვიმს დუნია ჰყვავის: თავთავი დაიხარა... ნეტავ,ცა ტირის,თუ მართლა: მზემ პირი დაიბანა?!
კომენტარები (0)