***(ო,რა დიდი ხარ კდემამოსილო...)

ნ.ბ-ს  და  ლ.ვ-ს
ო,როგორ გშვენის კდემამოსილო,ეგ კდემა დიდი,
გაუპობელი ატამივით რტოს რომ შემორჩი...
ო,რა დიდია მიწიერი არსობა შენი,
ხარ აქაური,საედემო,ქალწული ნორჩი...
...
ხელშეუხებო,შორეულო,მიუსავალო,
ცოდვა შენ რა გაქვს,ზეციურო,მიუსაფარო!..
სად არი სხვაგან შენი დარი,ვით ყლორტი ნორჩი,
თავს ნუ იხოკავ,გევედრები,თვითგვემას მორჩი...