***(შენი ცქერით...)

როცა...ზაფხული აღორძინდება,
და ბულბული რომ დაქორწინდება,
იები ლურჯად აგიფეთქდება ბროლიან მკერდზე
და,მარტოდმარტო,კენტი ყაყაჩო,იდგები ველზე...

ფეხქვეშ გართხმულნი ნარნარით გსდევენ,
ალერსს რად აკლებ ზამბახის მტევნებს?!
გვირილამ ჩუმად გადასწერა პირჯვარი სერებს
და შენი ცქერით გაუხარიათ მოლიან ველებს...