0

უშენოდ...


(ბებოს ხსოვნას,დიდი სიყვარულის ნიშნად...)
წიფელი როცა შემოიხვევს სუროს ჩითმერდინს,
მინდვრები იებს დაიფენენ შარავანდედად,
ცად გაიჭრება სევდიანი მტრედთა გუნდები,
ჩემი ალერსი დაგეცემა გულზე სხივებად...

უშენოდ თუკი აყვავდება ბაღში სოსანი,
გინატრებ ცამდე და შენამდე ფრენა მინდება...
უშენოდ როცა შევეგები,ბები,გაზაფხულს,
სამყარო ხარობს,მეკი მაშინ გული მიკვდება...
კომენტარები (0)