გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
***(ბედს რად ვემდურო?...)
{მხოლოდ მით ვცოცხლობ,იქაურის მწამს,ყოველივე სააქაო წარმავალია...მარადისობაში დამკვიდრებისათვის,ისევე იბრძვის მდიდარი,როგორც ღარიბი;ბედნიერი,როგორც უბედური...უფალმა ყველას ერთნაირად გვიბოძა ეს გამოცდა:დაგვბადა ადამიანებად.ახლა ჩვენი ჯერია,თუმცა,მესმის,როდია იოლი?!.მას მხოლოდ მაშინ მოვერევით,როდესაც ვიტყვით მატერიალურ ღირებულებებზე უარს,სულიერი მდგომარეობის შეწირვის ხარჯზე... ბედს არ ემდუროთ,პირიქით,ყოველდღე მადლობა მოახსენეთ,რომ დაგბადათ ადამიანებად!} ბედს რად ვემდურო,მეც მაგემა სიმწრის ლაზათი, ერთხელ დამბადა და მომიგო აირჩიე სავალი გზაო... უფლება მომცა ისე ცხოვრების,როგორიც მსურდა, სიკეთე კვლავ ჰქმნა,თავად შეღებე შენს თავზე ცაო!
კომენტარები (0)