0

ნუ მიატოვებთ,მტრედებო...


ჩვეულ დიდებას არ კარგავს,
თუნდა,მღელვარებს ხანძარი,
გთხოვთ,არ დატოვოთ,მტრედებო,
პარიზის დიდი ტაძარი...

ახლა ავცეცხლი დალეწავს
იმ სპეტაკ კორიდორებსა,
ოდეს რომ მისი მნახველი
ალუბლით მოიგონებსა...

,,ეკლის გვირგვინი" დაედგა,
სულს რომ უხოკავს სიმწრითა...
ქვეყნის დიდებულ შვილების_
ავგაროზ იყო_სისხლისა...

ზენით ნაგემსა ვერ მოდრეკ,
მოსახდენია?_მოხდების...
ურჯულო ცეკვავს ,,ლოთიანს",
როდემდის,ღმერთო,როდემდის?!.

იწვოდა-ცრემლი სდიოდა:
თვალწინ ცხოვრებამ უმუხთლა...
მეც მასთან ერთად ავტირდი,
მზეიც,მთვარეც და ურმულაც...

იქ სადაც ბუდე ხარობდა
შაშვის და მოლაღურისა,
ახლა ყორანი ნავარდობს
საჯიჯგნად ყოვლთა სულისა...

არ დაუჩოქებს სიკვდილსა
წყეულ ავცეცხლით ნაძარცვი!
ხომ არ დატოვეთ,მტრედებო,
პარიზს ღვთისმშობლის ტაძარი?!.
კომენტარები (0)