0

ოი,კალამო...


ოი,კალამო,
მგოსნის ალამო,
სულის შვებავ და სულის ქალამო...
დაულეველო,და მაინც ტკბილო,
როგორც ბავშვობის თბილო ნანაო...
ვინ არ მოდრიკე?!ვინ არ გახეთქე?!
შენს წინ ყოველი დაიხარაო!..
ცხრად გახლეჩილა გალაკტიონი...
კლდედ გაზვიადდა ნორჩი ანაო...
მამულს აფეთქდა ასათიანი
და გაიშალა ატმის მარაო...
ცეცხლად იწვოდა ბრძენი მუხრანი,
ცისფერყანწელთა დიდი ფარაო...
და,თუნდაც,ბევრი არ გავაგრძელო,
მხოლოდ რუსთველი არა კმარაო?!.
...
ოი,კალამო,
მგოსნის ალამო,
სულის ოხვრავ და სულის ალაგო...
კომენტარები (0)