0

***(მე და ზამბახი...)


გავიარე,თვალი მომჭრა
მარტოსულმა ზამბახმა...
ვუცქირე და გადავხსენი
სიყვარულის ზარდახშა...
გული უფრო გაგვიგულა
ცხრათვალა მზის თამაშმა...
წამიერად გვაალერსა,
თბილმა სიომ,თამამმა...
ერთმანეთი გვაპოვნინა 
სიყვარულის შამანმა...
თუმცა,ერთად ვერ შეგვყარა,
ამ ცხოვრების დარაჯმა...
კომენტარები (0)