0

ქარები გამიბრაზდნენ


ახლა ისე ქროდა ქარი ოკრიბაში,
ცხრაჯვარს საზანდარად ცხრაჯერ გაჰკიოდა...
გელათს უფანტავდა ნასრეს „ყურძნის მტევნებს“...
ჩემთან მოლისებრი სიოც არ ჰკიოდა...

რა ვქნა,ვერ გავატან ატლას თუთის ფოთლებს,
ვარდებს ამოსულსა ჩემი გულის დარად...
მგონი,გამიბრაზდნენ მოხუცი ქარები...
თუმცა,მე სიყვარულს დავახვედრებ ფარად!
კომენტარები (0)