0

შეგონება ქართველთა


არ მიატოვო პაპის საყდარი,
საფიცრად გქონდეს მთელი ცხოვრება...
არ გაიმეტო ის მშობლიური:
მიწა-წყალი და ერის ცხონება...

თუ დამიჯერებ,მამული-ღმერთი
ეს,საფიცარი,ორად-ორია...
სხვის სასთუმალთან საამო სიზმრებს,
შენს სასთუმალთან გლოვა სჯობია!
კომენტარები (0)