0

დღეს სად არის „მოწამეთა“ მოწამეთა?


ძარღვთა სისხლის მონაქარი რბოდა მაშინ,
როს მურვან ყრუმ წყალწითელას მოაგება...
გასკდა გული საქართველოს სიყვარულში,
ჯარი აღსდგა მის წინაშე მოწამეთა!
აქ „ხარების“ წმინდა კვალზე,ჟინს რომ სძენდა,
მტრის ავ ბედზე აღიმართა,მხნე მახვილი...
ურჯულეთის კარიბჭეებს შიშს რომ სცემდა,
ურჯულოთა ნაჭრილობებს,_ვით მარილი...
წყალწითელას „იავნანამ“ გამოზარდა,
გულის ლოცვამ,აქობამდის,დააბერა...
ღვთის ფარობა,საქართველოს სიყვარული,
ბაგრატ მეფის მძლე მარჯვენამ დააბედა...
დაჟანგული,დრომიხდილი,გაცვეთილი,
სათნოების კელაპტარი მონა-მტერთაც...
დღეს სად არის მოწამეთა წმინდა სული?!
დღეს სად არის „მოწამეთა“ მოწამეთა?!.
კომენტარები (0)