0

მზეს ვერ ვუსწორე თვალია


პეპელა მომინარნარებს,
მეალერსება ქარია,
ცა კვლავაც ათრობს ყაყაჩოს,
ეს სიყვარულის ქნარია...
მწყემსის გული რომ ჩაფიქრდა
სულ გვირილობის ბრალია...
შენ რომ გახედე ვიოლას,
გნატრობს,მაგ ეშხით მთვრალია...
მიწა ჩაიკრავს სუსამბარს,
რაც კი ალერსის ძალია
და მათი ეშხით დატკბება
ქვეყნად კაცი თუ ქალია...
ნარგიზის გული მლოცველი,
სხვათა ტრფობისა გალია...
იელი ღრუბელს შორდება,
ამბობს:_„ზენათა ვალია“...
ამისმა ამყვავებელმა,
სულ დამავიწყა თავია...
„სიყვარულს მალვა უყვარსო“,
მზეს ვერ ვუსწორე თვალია...
კომენტარები (0)