0

სასაფლაო


საადრეო ვარდი,
სასაფლაოს ღობეს...
გული შენით მთვრალი,
გამალებით გმონებს...

დაეტირა ტირიფს,
გრძნობებს ვეღარ მალავს...
და აქ კაცის ლანდებს
მკვდართა მზე დამალავს...

მხოლოდ მგლოვიარეთ
გაეხარათ ერთხმად:
ეკალ-ბარდებს,სუროს,
ყაყაჩოებს კენტად...

სასაფლაოს რინდებს 
ვერ აყრუებს ქნარი...
და აქ ყველა დროის 
დუმდა საზანდარი!..

აქ ნოტიო მიწას
დაეფარა დარდი...
ჩვენ კვლავ ვჯავრობთ:იმათ
ხომ არ ჩაჰყვათ ჯავრი?!.

წუთისოფლის მსტოვრებს
ცისკრის ჰანგზე სძინავთ...
სასაფლაოს მინდვრებს
გზა ზეცისკენ მიჰყავთ!

გაუმართავთ ბრძოლა 
მკვდართა მტრედთ და ყვავებს...
და აქ სასთუმალთან
სძინავს მესაფლავეს...

ცა,შემკრთალა,ცივი...
ღრუბლის ცრემლებს ცივად,
როგორც მზეი მთვარეს_
ისტუმრებდა მიწა...

აქ ღვივდება ფიქრი
წუთისოფლის მადლზე...
გაქარწყლდება დარდი
წარმავლობის კვალზე...

ისევ ვტირით წარსულს_
ჯავრი სააქაო...
და ყველა გზის ბოლო,
არის სასაფლაო!!!
................................................
და ირღვევა ყველა,
რაც კი ზემოთ მითქვამს,
ერთ ბრწყინვალე დღეზე:
ქრისტეს აღდგომისას!...
კომენტარები (0)