გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
ჩემო სამშობლოვ
თვალებს დავხუჭავ,თუ ძილს დავიფრთხობ, ვდარდიანობ,თუ ლხინით ვივსები: შენზე რად ვჯავრობ,ჩემო სამშობლოვ, რად მიპყრობს ნეტავ შენზე ფიქრები?! გული საგულეს დაუბრუნდება და სულნატკენი კვლავ გავდიდდები: რომ არ მტანჯავდეს,ჩემო სამშობლოვ, შენზე ჯავრი და შენზე ფიქრები... კუბოს კარამდის შენი ვარ მონა, თუ დაგჭირდება ქვე გაგხიდდები... უღელში შევალ და ერთად გავწევთ შენს სავალ ბილიკს,ამას გპირდები!..
კომენტარები (0)