0

***(შენ ვინ გიწოდა პოეტი დიდი?!.)


შენ ვინ გიწოდა პოეტი დიდი,
რომ მოგაქვს თავი პოეტად დიდად?!
ღმერთმა გიბოძა ეგ შარავანდი,
როგორც ყაყაჩო უბოძა მიწას?!.

შენ ვინ გიწოდა ზეციურობა,
რომ მოგაქვს თავი პოეტად დიდად?!
ხალხმა დაგადგა ეგ შარავანდი,
როგორც იესოს გვირგვინი წმინდა?!.
კომენტარები (0)