0

***(უკადრისავ, ნუ იკადრებ ..)


უკადრისავ,ნუ იკადრებ,
ნუ შემკადრებ უკადრებელს!
მე ხომ შენთვის კარგი მინდა,
შენთვის ვიმკი ძოწს და ლალებს...
მე ხომ შენი ავი მინდა,
ავგაროზად გავიხარე!
გთხოვ,ყოველი რაც მაქვს დარდი,
გულსაკლავი,გამიქარე.
...
უკადრისავ,შემომხედე,
უკადრებელს არ ვიკადრებ!
თორემ,როცა მომიხილო
შენს კარებთან ობლად მდგარი,
არ იქნება,დამიჯერე,
უარის თქმა ჩვენთვის კარგი!..
კომენტარები (0)