გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
მენატრება...
უდარდელი,უშფოთველი გული, მომღიმარი,მოელვარე მზერა, მენატრება ენძელების სუნი და ბავშვური სალამურის სტვენა... მოგონება ოქროს ძაფით ნაქარგი, რაც დღე გადის მენატრება უფრო; მშობლიური ალუჩები ყანაში, მეძახიან,მინდომებენ უხმოდ... დროს თან გაჰყვა ის ბავშვური ანცობა და წარსულის თბილზე თბილი დღე... მენატრება ჩემი ქუჩის სურნელი, მშობლიური ბინული და მზე...
კომენტარები (0)