გიორგი გობეჯიშვილი
პოეტი
მე კი შენთვის ვდარდობ,სულ შენ გნატრობ...
ზოგს რაღაცა აქვს საფიცარი, ზოგს ვიღაცა ჰყავს სატირალი... მე კი შენთვის ვდარდობ,მხოლოდ,საქართველოვ! ... გულს ფიქრები კლავს,ჯავრიანი, სახეს ნიღაბი კრავს,სარფიანი... ზოგის წყევლაც კია მადლიანი, ზოგის სიყვარული_ხარკიანი... ... სხვა კი უცხო წიაღს ემონება, თუმცა,მოგინატრებს,შორით,წამიერად!.. მე კი სულ შენ გნატრობ,ჩემო საქართველოვ, შენგან შორსა ვარ,თუ იმერ-ამიერად!
კომენტარები (0)